ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.
დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. მასში საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ფინანსური დახმარების შეწყვეტასა და უკიდურეს შემტხევვაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
დოკუმენტი მოიცავს, როგორც მოკლევადიან ზომებს, ასევე ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდაგს, თუ მომავალში საქართველოში არსებული ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
მოკლევადიანი ზომები ითვალისწინებს:
დოკუმენტში საუბარია უფრო მძიმე ზომებზეც, რაც შესაძლოა სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში იქნას მიღებული. "მძიმე ზომების" სახით მოყვანილია "მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა" და მეორე მხრივ, "მნიშვნელოვანი დარღვევები საარჩევნო პროცესში".
უფრო მძიმე ზომები ითვალისწინებს:
რადიო თავისუფლება წერს, რომ სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში დოკუმენტი განიხილავს პოტენციურ ზომებს სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების კუთხით. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განიხილავს ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია აცნობიერებს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.
ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
დოკუმენტის თანახმად, შემზღუდავი ზომების მიღება შესაძლებელია "არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესისას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში". იქამდე კი ევროკავშირი გეგმავს: