არქიმანდრიტი დოროთე: ოცნება მტრისკენ მიდის, მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს

არაფერი ეკლესიის საწინააღმდეგო, არაფერი სწავლების საწინააღმდეგო - მე მხოლოდ ვამბობ ერთ რამეს, რომ ჩვენ რუსეთი მუდმივად გვებრძვის და რუსეთმა დაგვიპყრო. ვაკრიტიკებ მათ მოქმედებას ჩვენდამი. გავაკრიტიკებ მთავრობას, რომელიც რუსს საერთოდ, რუსეთს ვერ ახსენებს.

გუშინ აფხაზეთის, სოხუმის დაცემის დღე იყო. ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რა მოხდა იქ. რუს ვერ აქებენ, იმიტომ რომ ხალხის ეშინიათ და ვერ აგინებენ, იმიტომ რომ რუსების ეშინიათ, იმიტომ რომ მათი არიან. ამას რომ ვამბობ, ეს ვისაც არ მოსწონს, ერში თუ ბერში, ის ავტომატურად რუსის არის. ის ავტომატურად მტრის მხარეს არის.

და თუ ვინმე მიწუნებს, მიწუნებს იმის გამო, რომ ვამბობ - ის [რუსეთი] მტერია. და ოცნება მტრისკენ მიდის. მტერს ეხუტება და მოყვარეს აგინებს.

თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ქადაგების დროს.