
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას 500 დრონითა და 40-ზე მეტი რაკეტით დაესხა თავს.
მისი თქმით, რუსეთის მასშტაბური შეტევა თითქმის 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.ზელ
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ სამიზნე ძირითადად კიევი და კიევის ოლქი, ასევე, ზაპოროჟიე, ხმელნიცკის, სუმის, ოდესის ოლქები იყო.
"რუსეთის დარტყმის სამიზნე გახდა პურის ქარხანა, ავტომობილების საბურავების საწარმო, კერძო და მარავალსართულიანი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - ამბობს პრეზიდენტი.
გვიან ღამით რუსეთმა კიევი დაბომბა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 4 ადამიანი.
დაღუპულებს შორისაა 12 წლის გოგო, რომლის ცხედარიც სოლომიანსკის რაიონში იპოვეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი.
ამავე რაიონში იერიშის გამო ხანძარი გაჩნდა საავადმყოფოშიც, სადაც, შესაძლოა, მსხვერპლი იყოს. სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაზიანდა კორპუსები და მანქანები.