
ინდოეთის სამხრეთში, ტამილნადის შტატში, მსახიობისა და პოლიტიკოსის, ვიდჯაის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც – ამის შესახებ შტატის ხელისუფლებამ განაცხადა.
მიტინგი ქარურის ოლქში გაიმართა, სადაც ათიათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ტელეკადრებში ჩანს, როგორ კარგავენ ადამიანები გონებას ხალხმრავლობაში.
ტამილნადის მინისტრმა სენტილ ბალადჟიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასევე, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შტატის ჯანდაცვის მინისტრის, მაჰ სუბრამანიანის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან 16 ქალი, 9 მამაკაცი და 6 ბავშვი.