ჯეიმს ო'ბრაიენი: ვგმობთ კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობასა და დაშინებას

ჯეიმს ო'ბრაიენი: ვგმობთ კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობასა და დაშინებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და X-ზე პოსტს აქვეყნებს.

"ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანების მიმართ ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტს. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებისკენ სწრაფვა აქვს განზრახული, სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებებს ჩაატარებდა", - წერს ო'ბრაიენი.

ჯეიმს ო'ბრაიენის პოსტამდე განცხადება გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს 14-17 მაისს ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჯეიმს ო'ბრაიენი შეხვედრას გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ის გამოხატავს მტკიცე ერთგულებას ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი, ჰქონდეს აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავალი.