ჩემი აზრით, პრინციპული საკითხია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯეროს, რომ არ შერჩება არანაირი გაყალბება და არანაირი რიცხვების დაწერა, ჩემი აზრით, ეს არის პრინციპული საკითხი და მგონი, ამას ნელ-ნელა დაინახავს, თუ აქამდე არ დაუნახავს. მათ შორის, 20-ში არის დაგეგმილი დიდი აქცია, თბილისში და ამ აქციის მთავარი გზავნილიც იქნება ეს, რომ - არ გაბედო, თორემ მოგატეხავთ ხელებს, თუ რამეს გაბედავ.
მთავარია ეს დაინახოს, რომ არ გაუვა მსგავსი რაღაც, მთავარი დაინახოს, რომ აქეთ არის 2-ჯერ მეტი ხალხი და ეს ხალხი მზად არის, რომ ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის, შვილების თავისუფლებისთვის და ამ შემთხვევაში მოუწევს უკან დახევა.
თქვა გირჩი - მეტი თავისუფლებისა და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემაში გაიღვიძე საქართველო.