ჯაფარიძე: PACE-ზე ცალკე საკითხად დავაყენეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ცალკე საკითხად დავაყენეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა, დაინტერესებაც იყო მათი მხრიდან და ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც ჩვენ გვქონდა. ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქოცების დელეგაციის უფლებამოსილება დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ ახლა საკითხი წავა 2 კომიტეტში განსახილველად და სავარაუდოდ დადგება კენჭისყრაზე ოთხშაბათს. ალდეს ბიურომ, რომლის წევრები ჩვენც ვართ, ჩვენს მიერ წარდგენილი მასალების განხილვის და ჩვენი მოსმენის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაუჭერს ქოცების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მხარს

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურა ჯაფარიძე. მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს.