ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირებისას გადაჭრეს სადენები და გზა გადაკეტეს

ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირებისას გადაჭრეს სადენები და გზა გადაკეტეს

ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს აფრიკიდან ბაობაბების მეორე ნაწილი ჩამოუტანეს.

ხეები ფოთის პორტიდან შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციაში, გვიან ღამით გადაიტანეს - ბაობაბების პირველი ნაწილი რამდენიმე დღის წინ ჩამოიტანეს.

არსებული ინფორმაციით, ხეების ტრანსპორტირებისას ჩაჭრეს ჩაჭრეს ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას დენი არ მიეწოდებოდა.

ტრანსპორტირებას ხელი რომ არ შეშლოდა, ფოთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე, გრიგოლეთის მონაკვეთთან, მოხსნეს საგზაო ნიშნები და გაჩეხეს ხეებიც. ფორმულას ინფორმაციით, ამავე მიზეზით გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.