ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე სანქცირებული ვარ, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ. მე რეალურად სანქცირებული ვარ, დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში, რეალურად, ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ, ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი.
ამბობს ქართული ოცნების აწ უკვე საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციების დადებას.