იუსტიციის სახლებში გარკვეული სერვისების მიღება დროებით შეფერხებულია

იუსტიციის სახლებში გარკვეული სერვისების მიღება დროებით შეფერხებულია

იუსტიციის სახლებში გარკვეული სერვისების მიღება დროებით შეფერხებულია. მათი განმარტებით, მიზეზი მათგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.

შეზღუდვა ეხება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სერვისებს. ასევე, ნაწილობრივ შეზღუდულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურება.

"ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე", - ნათქვამია განცხადებაში.