ტრამპი: ზელენსკის შეუძლია, ომი მყისიერად დაასრულოს, ან ბრძოლა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, რუსეთთან ომი თითქმის მყისიერად დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლის გაგრძელება.

გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. არანაირი ყირიმის დაბრუნება, რომელიც ობამამ დათმო 12 წლის წინ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშე და არანაირი უკრაინის გაწევრიანება NATO-ში. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება.

წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე აშშ-შია, სადაც ტრამპს შეხვდება.