
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას. ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, მთელი ამერიკის, თითოეული პარტნიორის მხარდაჭერისა და შეუფასებელი დახმარებისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად აიძულებს რუსეთს ნამდვილ მშვიდობაზე წავიდეს", - დაწერა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ ტრამპი და ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი - ევროპელი ლიდერები.