ვხედავთ ძალიან დიდ მსგავსებას ლუკაშენკოს რეჟიმთან, ეს არის პოლიტიკის პოსტსაბჭოთა გაგება, რაც გულისხმობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და მის შენარჩუნებას. ამ დროს არ არსებობს დემოკრატიული გაგება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა თუ სასამართლოს დამოუკიდებლობისა. საუბარია იმაზე, რაც მნიშვნელოვანია ევროპული ცხოვრების წესისთვის. ვხედავთ მეტ მსგავსებას, რადგან ორივე მათგანი არის ჩემთვის პოსტსაბჭოთა ტიპის პოლიტიკოსი, რადგან ორივე ცდილობს, ძალაუფლების შენარჩუნებას. ისინი ერთმანეთს პროკრემლისტურ და პრორუსულ დამოკიდებულებებში ჰგვანან.
ამბობს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან.