იუკნევიჩიენე: ივანიშვილმა აჩვენა ნამდვილი სახე, წინააღმდეგობა EU-ის მიმართ - მჯერა ხალხის

ნიღბები მოხსნილია - ბიძინა ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს მომავლისთვის. მჯერა ქართველი ხალხის, ისინი დაიცავენ ქვეყნის ევროპულ გზას

წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე და თბილისში გუშინ გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება.

გუშინდელ აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალადობრივად დაშალა - გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი. აქციის დაშლისას შსს-მ 63 ადამიანი დააკავა.