იუკნევიჩიენე: დღეს საქართველოში არ იყო რეალური არჩევნები, რაც მოხდა, ფარსი იყო

დღეს საქართველოში არ იყო რეალური არჩევნები. რაც მოხდა, ფარსი იყო - ისევე როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პირი თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას.

წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე. დღეს ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა.