იტალიელი დეპუტატი: ვუერთდები მზიას გათავისუფლებისა და რეპრესიების დასრულების მოწოდებებს

მზია ამაღლობელი არის მამაცი ჟურნალისტი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი. დღეს მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თავისუფალი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიების ფონზე. ვუერთდები მათ, ვინც მისი გათავისუფლებისა და რეპრესიების დასრულების მოწოდებით გამოდის.

წერს იტალიის პარლამენტის წევრი ლია ქუარტაპელე X-ზე.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა.