იტალიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 23 წლის კაცი ბინის მეპატრონის შვილმა მაშინ დაიჭირა, როცა ის თანამზრახველთან ერთად მოპარული ნივთებით სახლს ტოვებდა. ბრალდებულებს ჩანთებში ძვირფასეულობა, ძვირადღირებული ნივთები და საათები ჰქონდათ ჩალაგებული.
იტალიური მედიის ცნობით, 2 ადამიანი ერთ-ერთი მოქალაქის სახლში შეიჭრა - პენსიონერი სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა ბინაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მის შვილს, მობილურ ტელეფონზე მიუვიდა. ის მეგობრებთან ერთად ადგილზე მივიდა და პარალელურად პოლიციაც გამოიძახა.
ადგილზე მისულებსა და ბრალდებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ერთმა ადგილიდან მიმალვა შეძლო, ხოლო მეორე დააკავეს და კარაბინერების გადასცეს. მეორე ბრალდებული ამ დრომდე იძებნება.