ისრაელმა ღაზას სექტორიდან სამი მძევლის ცხედარი ამოიღო

ისრაელმა ღაზას სექტორიდან სამი მძევლის ცხედარი ამოიღო

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი ამოიღეს. ესენი არიან შანი ლუკი, ამიტ ბუკსილა და იცჰაკ გელერენტერი.

IDF-ში ამბობენ, რომ ისინი 7 ოქტომბერს მოკლეს, ხოლო მათი ცხედრები ღაზაში გადაიტანეს. ლოკალური მედიის ინფორმაციით, ცხედრები ჰამასის გვირაბში იპოვეს. ერთ-ერთი მოკლული გერმანელ-ისრაელელი ტატუ არტისტი შანი ლუკაა, რომელიც ნოვა ფესტივალს ესწრებოდა. მისი მოკვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვიდეო, ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასის წევრებს მისი ცხედარი საბარგულით როგორ გადაჰქონდათ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამი მძევლის ცხედარი ღამით ოპერაციის დროს იპოვეს, რაზე ინფორმაციაც "ტერორისტების დაკითხვის" შედეგად მიიღეს. მათივე ინფორმაციით, ისინი ისრაელის სამხრეთით, ნოვას ფესტივალის ტერიტორიაზე მოკლეს, სანამ ღაზაში გადაიყვანდნენ. ფესტივალზე ხოცვა-ჟლეტის დროს 360 ადამიანი მოკლეს.

გასული წლის ოქტომბერში ისრაელის ჰამასზე უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი მოკლეს. 252 ადამიანი ჰამასმა ღაზაში მძევლებად გადაიყვანა. პერიოდულად ისრაელელებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლის ფარგლებში ჰამასი ისრაელელების ნაწილს ათავისუფლებდა. ამ დრომდე 125 მძევალი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური შეტევა დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მჭიდრო დასახლება, ისრაელის შეტევების შედეგად 35 ათასი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.

გაეროს ინფორმაციით, დაახლოებით 2,2 მილიონი პალესტინელი საკვების ქრონიკულ დეფიციტს განიცდის და სასწრაფოდ ესაჭიროება თავშესაფარი და სხვა დახმარება.