ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სტრატეგიული მნიშვნელობა მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ასევე გავლენა იმ კუთხით, რომ შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი რანგის ფიგურა ჩამოდის ისრაელში ომის დროს, რათა გაეცნოს საომარ ვითარებას. ასევე იმ ნაბიჯების განსახილველად, რომლებიც უნდა გადავდგათ ისრაელის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე", - ამბობს ჰაგარი.
ხვალ ბაიდენი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება. ბლინკენის თქმით, ბაიდენს სურს პირდაპირ ისრაელებისგან გაიგოს, თუ რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.