ისრაელის თავდაცვა ელის, რომ ომი 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვა ელის, რომ ომი 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები ელის, რომ ომი 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ვარაუდი IDF-ის სპიკერმა, კონტრადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ გამოთქვა.

მისივე განცხადებით, ისრაელელ სამხედროებს ღაზაში საკუთარი ჯარების განლაგებაში კორექტივები შეაქვთ.

"ღაზას ყველა რაიონში სამხედრო მოქმედებების კუთხით სხვადასხვა ადაპტაციას გავდივართ, ასევე ძალების განაწილების თვალსაზრისით, რათა მისია საუკეთესო მიმართულებით წარიმართოს. ყველა რაიონს აქვს სხვადასხვა მახასიათებლები და სხვადასხვა ოპერატიული საჭიროებები. ომის მიზანი საჭიროებს ხანგრძლივ სამხედრო მოქმედებებს და ჩვენ სათანადოდ ვარ მომზადებული", - თქვა კონტრადმირალმა.