ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელი-ჰამასის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა. [CPJ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ჟურნალისტების უფლებებს იცავს]
CPJ-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით 8 ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო 3 დაკარგულად მიიჩნევა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17 იყო პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი.
CPJ ასევე ჟურნალისტების სახლებზე, მედიის ოფისების დაზიანებებსა და მათ მკვლელობა/გატაცებაზე გამოძიებას აწარმოებს.