ისრაელი აშშ-ის ინიციატივით ირანთან ორმხრივ ზავის პირობებზე თანხმობას ადასტურებს

ისრაელი აშშ-ის ინიციატივით ირანთან ორმხრივ ზავის პირობებზე თანხმობას ადასტურებს

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ირანთან – ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა.

ოფიციალური ცნობით, ისრაელი მზადაა შეასრულოს ზავის პირობები, თუმცა იძლევა გაფრთხილებას, რომ მის დარღვევას „ძლიერი პასუხი“ მოჰყვება.

„ისრაელმა ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწია და აღმოფხვრა ორი პირდაპირი საფრთხე – ბირთვულ და ბალისტიკურ დონეზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და აშშ-ს თავდაცვის სფეროში დახმარებისა და ირანის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის.“