ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში გვიან ღამით ვულკანი ამოიფრქვა. ლავისა და მტვრის ამოფრქვევას რამდენიმე კვირის განმავლობაში მიწისძვრები უძღოდა წინ.

რეიკიანეს ნახევარკუნძულზე ამოფრქვევის საშიშროების გამო ხელისუფლებამ გასულ თვეში მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკიდან თითქმის 4000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს და უახლოესი კურორტი ლურჯი ლაგუნა დაკეტა.

ამოფრქვევა ქალაქიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მოხდა და მიწის ნაპრალები გადაიჭიმა სოფლის მიმართულებით, რომელიც ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

რეიკიავიკის მახლობლად მდებარე კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტი გახსნილია, თუმცა რეისები შეფერხებებით მოძრაობს.

"სეისმური აქტივობა GPS მოწყობილობების გაზომვებთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ მაგმა სამხრეთ-დასავლეთისკენ მოძრაობს და ამოფრქვევა შესაძლოა გაგრძელდეს გრინდავიკის მიმართულებით", - აცხადებენ მეტეოროლოგიური ოფისიში".

ისლანდია სეისმურად და ვულკანური აქტივობის კუთხით ცხელი წერილია. ნოემბერში, შუაღამით გრინდავიკის მოსახლეობა სახლებიდან გამოიყვანეს, რადგან მიწა შეირყა, გზა დაიბზარა და შენობებმა სტრუქტურული დაზიანებები მიიღო. სეისმოლოგები თვლიდნენ, რომ იმ დროს, ამოფრქვევა გარდაუვალი იყო, თუმდა გეოლოგიური აქტიოვაბ შენელდა/