ისლანდია მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს

ისლანდია მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს

ისლანდიამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობა შეაჩეროს.

"ეს მარტივი გადაწყვეტილება არაა, რადგანაც ისლანდიას აქვს მდიდარი ურთიერთობები რუსეთის ხალხთან 1944 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუმცა, არსებული ვითარება უბრალოდ არ აძლევს საშუალებას ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საელჩოს საქმიანობის შეჩერება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.

"ამ დროისთვის რუსეთთან სავაჭრო, კულტურული თუ პოლიტიკური ურთიერთობები რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. შესაბამისად, საელჩოს საქმიანობის შენარჩუნება გამართლებული აღარაა", - აღნიშნავენ სამინისტროში. მათივე თქმით, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ, პრიორიტეტი მიენიჭება მოსკოვში საელჩოს გახსნას.