
ირლანდიის პრემიერმინისტრი, მაიკლ მარტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრმა X-ზე გაავრცელა.
მაიკლ მარტინმა განაცხადა, რომ მას არსებითი შეხვედრა ჰქონდა ზელენსკისთან და მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის ჰუმანიტალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
"თბილი და არსებითი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან შენონში.
მე გავიმეორე ირლანდიის ურყევი მხარდაჭერა და მზადყოფნა შევთავაზოთ ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა.
ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ევროკავშირთან ერთად უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი და გამძლე მშვიდობის მიღწევა", - წერს მარტინი.
ხვალ, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლს ეწვევა.