
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. როგორც The Times of Israel იუწყება, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ერთ-ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა – დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა სულ ექვსი ტალღის სახით განახორციელა შეტევა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.