ირანის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ირანის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ირანის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი, ზოჰრე ელაჰიანი დარეგისტრირდა.

ზოჰრე ელაჰიანი ყოფილი დეპუტატია. 57 წლის ელაჰიანმა რეგისტრაციის შემდეგ თავისი საარჩევნო სლოგანი "ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საზოგადოება," გააჟღერა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო.

ის ორგზის პარლამენტარია და ხისტი პოლიტიკის მომხრეა. ის ჰიჯაბის ტარების მომხრეა.

მარტში კანადამ მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რადგან ელაჰიანი იმ დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის მომხრეა, რომლებიც მოძრაობა "ქალი, სიცოცხლე, მშვიდობის" ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობდნენ.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 28 ივნისს ჩატარდება. ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგ, რააც ყოფილი პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.