ირაკლი კობახიძის კონსპირაციული გზავნილი

ირაკლი კობახიძის კონსპირაციული გზავნილი

აბსურდი, პარანოია, რუსული სტილის დეზინფორმაცია - ასეთი შეფასებები მოჰყვა ირაკლი კობახიძის შეთქმულების თეორიას. ირანიდან დაბრუნებულმა პრემიერმა საზოგადოების გაოგნება კიდევ ერთხელ შეძლო. ოლიგარქის პრემიერის მტკიცებით, ერთ-ერთი ევროკომისარი მკვლელობით დაემუქრა. განცხადებაში ნახსენებია სატელეფონო საუბარი და მინიშნება სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ, კობახიძე ამტკიცებს, რომ რობერტ ფიცოს დაჭრაც გლობალური ომის პარტიას უკავშირდება.