
რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი არ გამორიცხავს, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი სხვადასხვა ფორმატში განიხილება.
ფორმულასთან საუბრისას მან არ გამორიცხა, რომ აღნიშნული თემა მსჯელობის საგანი გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზეც იქნება და დაამატა, რომ ევროპული საბჭო ვიზალიბერალიზაციის საკითხს ოქტომბერშიც დაუბრუნდება.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ევროპული საბჭოს იმ წერილს, რომელიც საქართველოს მთავრობას გაეგზავნა, რადგანაც მასში მკაფიოდაა გაწერილი ის მოთხოვნები, რომელიც ასევე მკაფიოდ აღნიშნულ თარიღამდე უნდა შესრულდეს.
"ევროპულმა კომისიამ წერილი გაუგზავნა საქართველოს, რომელშიც წერია, რომ მათ სურთ მიიღონ პასუხები იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის მექანიზმთან დაკავშირებით სჭირდებათ. მათ ეს სჭირდებათ აგვისტოს ბოლომდე.
ამ საკითხს კიდევ განიხილავენ სხვადასხვა ფორმატში. ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც განიხილავენ და [ევროპულ საბჭოში] ოქტომბერშიც განიხილავენ. ისინი [ევროკავშირის წევრი ქვეყნები] ასევე დააკვირდებიან ადგილობრივ არჩევნებს.
მაგრამ საბოლოო ვადა არის ნათელი. ისინი ითხოვენ ქმედებებს წერილში აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის მხრიდან აგვისტოს ბოლომდე", - განაცხადა იოზვიაკმა ფორმულას ეთერში.