რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი პარლამენტთან გამართულ აქციაზე მივიდა.
მან განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენები ევროკავშირის სანქციებშია, ხოლო საქართველოს უნდა რომ იყოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, "მარტივი მათემატიკაა."
"მე ვსაუბრობ, როგორც ადამიანი, რომელიც მიყვება ევროკავშირს, აშკარად. ყველამ იცის, რომ რუსეთთან ფრენები ევროკავშირის სანქციებშია, საქართველოს უნდა იყოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მარტივი მათემატიკაა."- რიკარდ იოზვიაკი.
* * *
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან აქცია დაიწყო.
აქციის ორგანიზატორების განცხადებაში წერია, რომ "საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას."
რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს.
პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
ფორმულას ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მოძრაობა დროას წევრები შუშანა მაცაბერიძე და თათა ხუნდაძე, პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები გელა ხასაია, ექიმი გიორგი ახობაძე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი და აქტივისტი ნატა ფერაძე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.