ინდოეთში, სატვირთო მატარებელი სამგზავროს შეეჯახა, დაიღუპა 8 ადამიანი

ინდოეთში, სატვირთო მატარებელი სამგზავროს შეეჯახა, დაიღუპა 8 ადამიანი

ინდოეთში, პროდუქტების გადამტანი სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სარკინიგზო შემთხვევა შესაძლოა "ადამიანური შეცდომის" გამო მომხდარიყო და ჩატარდება გამოძიება. დაღუპულებს შორის არის მემანქანე და მისი დამხმარე.

ამ დროისთვის სამაშველო ოპერაციები დასრულებულია.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მემანქანემ შესაბამისი ნიშანი უგულებელყო.