საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა გასწია უზარმაზარი საქმიანობა, უზარმაზარი შრომა, იმისათვის, რომ საქართველოს შეესრულებინა 12 პუნქტი. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა ის სამართლებრივი, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სჭირდება 12 პუნქტის შესრულებას.
საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი რეფორმების. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, შესაბამისად არიან მონაწილეები ამ პროცესის, რომლებსაც ეს არ სურთ.
განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 12 პუნქტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.