ჰერმან საბო გირჩის რეიტინგზე: თუ ასე გავაგრძელეთ, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება

საკმაოდ თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს ზრდის იმ ტემპებით, რა ტემპებითაც აქამდე ვიარეთ. თუ ასე გავაგრძელეთ, ჩვენ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება.

ამის შესახებ გირჩის წევრმა, ჰერმან საბომ კვირის ფორმულასთან ისაუბრა.

Edison Research-ის მიერ ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 2.9%-ის თქმით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ხმას გირჩს მისცემდა.