ოთხ დღეში შესაძლებლობა გექნებათ, წახვიდეთ და მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს. კვირას თბილისში ევროკავშირის უამრავი დროშა ვნახე. ჩემთვის, როგორც EU-ის ელჩისთვის ეს იყო სიამაყისა და სიხარულის დღე. იქ უამრავი ახალგაზრდა იყო, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ.
განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.