ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნა - ტრამპს კი არასათანადო გამჭირვალობაში ადანაშაულებს

ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნა - ტრამპს კი არასათანადო გამჭირვალობაში ადანაშაულებს

BBC-ის ცნობით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპრეზიდენტო პოსტისთვის შესაფერისია.

მას შემდეგ, რაც ჰარისმა დოკუმენტები გაასაჯაროვა, დონალდ ტრამპი საკუთარი სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანადო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა.

"მას არ სურს, ამერიკელმა ხალხმა დაინახოს, არის თუ არა ის პრეზიდენტის პოსტისთვის შესაფერი. ახლა შენი ჯერია დონალდ ტრამპ", - განაცხადა ჰარისმა და ტრამპს სამედიცინო ისტორიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ტრამპის გუნდმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულყოფილი და შესანიშნავია.