ჰარისის თქმით, არ შევხვდება პუტინს, თუ უკრაინა არ იქნება წარმოდგენილი

ჰარისის თქმით, არ შევხვდება პუტინს, თუ უკრაინა არ იქნება წარმოდგენილი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი არ შეხვდება ვლადიმირ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, თუ უკრაინაც არ იქნება წარმოდგენილი.

"ორმხრივად, უკრაინის გარეშე - არა. უკრაინამ უნდა თქვას თავისი სიტყვა უკრაინის მომავალზე", - განაცხადა ჰარისმა 60 Minutes-თან ინტერვიუს დროს, როდესაც მას ჰკითხეს, ომის დასრულების საკითხზე შეხვდებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ერთი ერთზე.

წარსულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკებები უარყო.

კამალა ჰარისმა ინტერვიუს დროს ასევე გააკრიტიკა თავისი ოპონენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხთან მიმართებით.

"დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. ის ამბობს, რომ შეუძლია ომი პირველსავე დღეს დაასრულოს. იცით ეს რას ნიშნავს? საუბარია კაპიტულაციაზე", - თქვა ჰარისმა.