გურია TV: გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურია TV: გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დიდთოვლობასა და სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გურია TV-ის ცნობით, დაღუპული შუახნის კაცია, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათვოლისას დაიღუპა - ნგრევის შედეგად მას ბეტონის ფილა ე.წ. სინკარი დაეცა.

როგორც გურია TV წერს, ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

ფორმულა დეტალებს საგანგებო სიტუაციების სამსახურში არკვევს.