გრემის თქმით, თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ეს "ავღანეთზე უარესი იქნება"

გრემის თქმით, თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ეს "ავღანეთზე უარესი იქნება"

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, "ეს ავღანეთზე უარესი იქნება".

გრემმა ეს Fox News-თან ინტერვიუში თქვა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დაპაუზდა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეჩერდა.

"სანამ ბრძოლა გრძელდება, თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ეს ავღანეთზე უარესი იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამის სურვილი აქვს" - თქვა გრემმა.

გრემის თქმით, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება, უკრაინას მისცემდა იმას, რაც მათ სჭირდებათ დაზვერვისა და იარაღის თვალსაზრისით, რათა თავი დაიცვან.

ამასთან, მისი თქმით, უახლოეს დღეებში ის წარადგენს კანონპროექტს, რომელიც რუსეთის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე სანქციების დაწესებას ეხება.