გორში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გორში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გორში, სადგურის დასახლებაში, სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დილის 4:30 საათზე მოხდა.

ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.