
გორში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტი "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს
მოკლული სავარაუდოდ 21 წლისაა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.