დღეს საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-თან GWP-ის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა და წყალმა ამოხეთქა.
კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ–მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა.
"აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.