ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, დღეს გლდანის რაიონში, ქერჩის ქ. N2-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოები ჩატარდება.
GWP-ში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19:00 საათამდე წყალმომარაგება გლდანის რაიონში შეიზღუდება.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: ქერჩი ქუჩა, ქერჩის 1 შეს, ევგენი ხარაძის ქუჩა.
გარდა ამისა, GWP-ს ცნობით, კრწანისის რაიონში, კრწანისის II შეს. N37-თან, წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებიც ჩატარდება; აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 ივნისს 10:00 საათიდან 1 ივლისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: კრწანისის N47-85(კენტი), N56-98 (ლუწი), კრწანისის II შესახვევს, კრწანისის III გასავალს, ა.ჯაფარიძის, გ.ვოლსკის, ორთაჭალის N77-135 ,(კენტი), N60-134(ლუწი), წინანაურის, ნადიკვარის III ქუჩებს.