სხვა რა უნდა უწოდო, ფარჩაკი, ტურა, ადამიანს, რომელიც რუსეთუმეებს დაგვიძახებ და შემდეგ აქედან ადგება და გაიპარება. რამე ხომ არ გეშლებათ? არავინ აპირებს, რომ იოტისოდენა გაგიტაროთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. [...] თქვე მართლა ტურებო და დააცხრებით ამ ქვეყანას გგონიათ და ამ ქვეყანას ისევ დაჯიჯგნით და ამ ხალხს, ჩვენს ქართველ, ამაყ და მინდა ვიხმარო სიტყვა ჯიგარი - რადგან არც ერთ სხვა ენაზე ეს სიტყვა არ იხმარება. თქვენც ჯიგარი გაქვთ, არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?
განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.