თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. ილუზიები არავის ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, პარლამენტის წევრები, კანონმდებლები, უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, რომ შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას - ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ქალბატონი სალომესგან, საზოგადოების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს, ამის სანაცვლოდ, საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ოთხშაბათს, 12:00 საათზე დაიწყება.