გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ზელენსკის თქმით, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს.

"დღეს ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი გერმანიიდან - კერძოდ, ოლაფ შოლცთან მივაღწიეთ შეთანხმებას. მივიღებთ დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დიდი მადლობა ოლაფ შ`ოლცს ამისთვის - ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის დასაცავად რუსული ტერორისგან. მადლობას ვუხდი გერმანიას და ბატონ კანცლერს ამ შეთანხმების შესრულებისთვის - ის ნამდვილად გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს ნამდვილად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ადამიანებს, ქალაქებსა და სოფლებს", - თქვა ზელენსკიმ.