
ლონდონის საუთენდის აეროპორტში (Southend Airport) მცირე ზომის, 12-მეტრიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა და აალდა. ესექსის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება მათ 15:58 საათზე მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულია გადაუდებელი სამსახურების მრავალრიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის – სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი, სწრაფი რეაგირების და საფრთხის ზონის სპეციალიზებული ბრიგადები, ასევე – სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
გაუქმდა კვირის დღის მეორედანახევარში დაგეგმილი ოთხი რეისი.
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ტერიტორიასთან მიახლოებას, სანამ საგანგებო სამუშაოები არ დასრულდება. ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათს გაგრძელდება.