
ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.
დღეს კობახიძემ ასევე შეხვედრა გამართა ბელარუსის ელჩთან ნიკოლაი როგაშჩუკთან.
"შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება"- წერია განცხადებაში.