ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის

ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაუგზავნის. მისი თქმით, ეს სისტემები ქვეყნის დასაცავად აუცილებელია, რადგან "პუტინი ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს".

ტრამპმა არ დააკონკრეტა, რამდენი კომპლექსის გადაცემას გეგმავს უკრაინისთვის თუმცა აღნიშნა, რომ მათი ღირებულება ევროპულმა კავშირმა უნდა აანაზღაუროს. ტრამპი უკმაყოფილოა ვლადიმირ პუტინის უარყოფითი დამოკიდებულებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მიმართული მისი მცდელობების მიმართ.

„მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რაც სასწრაფოდ სჭირდებათ. პუტინმა ბევრი ადამიანი გააოცა – ლამაზად ლაპარაკობს და მერე ყველას ბომბავს. ეს სერიოზული პრობლემაა და არ მომწონს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მიიღებს „ძალიან თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას“, ხოლო გადახდას მთლიანად ევროპული კავშირი უზრუნველყოფს: „ისინი 100%-ით გადაიხდიან ყველაფერს"