
738 დღიანი ტყვეობის შემდეგ ღაზაში დღეს გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
მძევლებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
დღეს დილას ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს. გათავისუფლებულებს შორის არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეიტან მორი და გაი გილბოა-დალალი.
თელ-ავივში "მძევლების მოედანზე" ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი მძევლების გათავისუფლებას ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც ისრაელი დაადასტურებს ყველა იმ მძევლის მიღებას, რომლის გათავისუფლებასაც ელოდება, ისრაელი დაიწყებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ჰამასს 48 მძევალი ჰყავს, რომელთაგან 20 ცოცხლად მიიჩნევა.