
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოლაპარაკებებისთვის"- წერს კალასი.